რა იწვევს ყაბზობას და როგორ გავუმკლავდეთ მას | Khozrevanidze Clinic
Health TipsMarch 1, 20243 min read
რა იწვევს ყაბზობას და როგორ გავუმკლავდეთ მას
ყაბზობა (შეკრულობა) – არის ნაწლავის დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ის ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად შეუწუხებია. ხშირად დაავადება აღენიშნება ბავშვებს და მოხუცებს.
შეკრულობას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ უმთავრესი მაინც ცხოვრების წესი და არასწორი კვებაა. ორივე ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, ამიტომ ყაბზობის ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ.
სიმპტომები
ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცელში
მეტეორიზმი, ყურყური
დაუცლელობის შეგრძნება
საერთო სისუსტე, თავბრუხვევა
მადის დაქვეითება
ბოყინი
გულისრევა
რჩევები და რაციონი ყაბზობის დროს
წყალი არანაკლებ 2,5 ლ დღეში
აუცილებელია ჯანსაღი, მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვები (ვაშლი, შავი ქლიავი, გარგარი, მაყვალი და ა. შ)
ბოჭკოვანი საკვები, ყველაზე უხვად მათ მარცვლეულის ქერქი შეიცავს: ხორბალი, სიმინდი, ქერი და სხვა ბოსტნეული (ზღვის კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, სტაფილო და ა. შ)
უნდა მოერიდოთ გაზიან სასმელებს, მუქ ყავას, ჩაის, შოკოლადს, მოცვს, ბრინჯს, კარაქს, მის ნაცვლად გამოვიყენოთ მცენარეული ზეთი.
საფაღარათო საშუალებები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ
მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში.
გართულებები
ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი, რაც მისი კედლის სუსტ ადგილებში ჯიბეების გაჩენას ნიშნავს. შეკრულობის დროს იმატებს ნაწლავშიდა წნევა, რის გამოც ჯიბეები შესაძლოა გაიზარდოს და მათში მოხვედრილი შიგთავსისგან ვერ გათავისუფლდეს. ამას შეიძლება მოჰყვეს ანთებითი პროცესები,რასაც დივერტიკულიტი ეწოდება. მას შესაძლოა მოჰყვეს კედლის პერფორაცია ( გახვრეტა) , რაც მეტად სერიოზული გართულებაა. ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია ყაბზობის პრობლემა დროულად მოგვარდეს, მივმართოთ სპეციალისტს და გავითვალისწინოთ რჩევები.